ახალგაზრდები ნათელი მომავლისთვის

                             გაზაფხულის 2 დღე 


გვანცა - N126 საჯარო სკოლის მე-10 კლასი (ორგანიზატორი)


126-ე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, დერეფანში ბავშვები ნერვიულად დადიოდნენ, დაძაბულად საუბრობდნენ, დიდი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით აკვირდებოდნენ იმჟამინდელ ვითარებას, ყოველი მათგანის თვალებში დაძაბულობის გარდა ამოიკითხავდით ინტერესსა და მოუთმენლობას.
  ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია და თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ გახსნის ცერემონიას. დაახლოებით ნახევარ საათში დელეგატები უკვე ისხდნენ კომიტეტებისთვის განკუთვნილ ოთახებში. მათ ელოდათ დიდი, დატვირთული და როგორც შემდგომ აღმოჩნდა ნაყოფიერი დღე.
  პირველ რიგში დელეგატებმა წარადგინეს საკუთარი თავი სხვების წინშე, გაიცნეს „კოლეგები“ ხოლო შემდგომ აქტიურად შეუდგნენ თავიანთი პოზიციის ფურცლების კითვას, ყოველი მათგანის ნამუშევარს ეტყობოდა თუ რაოდენ დიდი შრომა იყო ჩადებული თითოეულ დოკუმენტში. ყოველი კომიტეტი მუშაობდა ერთობლივად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მეტად თბილი და მეგობრული გარემო იყო.
3 საათიანი შრომით გადაღლილი დელეგატები შესვენებაზე უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, სასიხარულოდ შთაბეჭდილებები მეტად დადებითი იყო.
დღის ბოლომდე ყოველი კომიტეტი დაუღალავად შრომობდა თუმცა შრომაში ხალისმაც და თამაშებმაც დიდი ადგილი დაიკავა რამაც ხელი შეუწყო დაძაბული ვითრების განმუხტვას. გარდა დელეგატებისა დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებულ სამუშაოს ორგანიზატორები და ხელმძღვანელები, ბევრი რომ აღარ ითქვას ყველანი ერთ დიდ, სიყვარულით სავსე ოჯახად ვიქეცით.
პირველი სამუშაო დღე 5 საათზე დასრულდა, ზოგი კომიტეტი იძულებული იყო გარემო შეეცვალა და სხვაგან გაეგრძელებინა მუშაობა, მეტად სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მათ ამდენად დატვირთული დღის შემდეგ ზედმეტი სიტყვის გარეშე გააგრძელეს მუშაობა.
დადგა 1 აპრილი, გენერალური ასამბლეა, დღე, როდესაც გამომჟღავნდებოდა წინა დღის შედეგი და წარმატება. როგორც მოსალოდელი იყო დელეგატები, ხელმძღვანელები და ორგანიზატორებიც კი მეტად დაძაბულნი იყვნენ, ყოველი კომიტეტი ელოდებოდა მის მიერ შემუშავებული რეზოლუციის წარდგენას, დამეთანხმებით ყოველთვის სასიამოვნო გამოიღო ნაყოფი შენს მიერ ჩადებული შრომიდან.
ოთხივე კომიტეტმა გაამართლა მოლოდინი, შედეგი მართლაც რომ ნაყოფიერი იყო. დაისვა უამრავი შეკითხვა, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, გამოიკვეთა უსაზღვრო ცოდნა, გასაოცარი იყო ის თუ რამდენად ლოგიკურად უკავშირებდნენ მონაწილეები მოვლენებს ერთმანეთს, თუ რამდენად გასაგებად ხსნიდნენ ისინი ყოველ კონცეპტუალურ საკითხს.
დელეგატებს სახეები კმაყოფილებისგან უბრწყინავდათ, არა იმიტომ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია დამტკიცებულ იქმნა, არამედ იმიტომ, რომ თითოეულმა დაინახა საკუთარი შესაძლებლობები.
გენერალური ასამბლეის დასრულებას თან სდევდა დელეგატთა დაჯილდოება, თბილი სიტყვის თქმა და სიყვარულის გამოხატვა.
ტრიბუნასთან მდგარმა მთავარმა ორგანიზატორმა თითოეული მონაწილე თუ ორგანიზატორი დააჯილდოვა უპირველეს ყოვლისა სიყვარულით, დაფასებითა და თბილი სიტყვით, თავადაც დაინახა და მიიღო იგივე რაც გასცა. გამოაცხადეს საუკეთსონი და გამორჩეულნი დაუვიწყარია მათი ემოცები, მათი გამომეტყველება. ერთი სიტყვით რომ ვთქვა ამაღლებულ სცენა ამაღლებულ სწორედ ამ ემოციებით იქმნა.

მარიამი - ქართულ-გერმანული სკოლა "ა - Z", მე-10 კლასი
პროექტი „ევროკავშირის მოდელირება“ პირველი და დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის. მთელი პროექტის მანძილზე ორგანიზატორები ცდილობდნენ, რომ ყველანაირი კომფორტი შეექმნათ ჩვენთვის. რაც შეეხება ხელმძღვანელებს, ძალიან მეგობრულები და თავდაჯერებულები იყვნენ, რამაც განაპირობა დელეგატებისა და ხელმძღვანელების ურთიერთგაგება.
პირველ დღეს ძალიან დაბნეული და ოდნავ შეშინებულიც ვიყავი რადგან არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ საკითხში, მაგრამ როგორც კი ხელმძღვანელები და სხვა დელეგატები გავიცანი ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და ვცდილობდი თავი კარგად წარმომეჩინა. პირველ დღეს კომიტეტები ცალცალკე  ვმუშაობდით და რეზოლუციებს ვწერდით, ეს პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ დელეგატებს წამოსვლა აღარ გვინდოდა. მეორე დღეს უკვე დამუშავებული რეზოლუციები სხვა კომიტეტების წინაშე წარვადგინეთ, რასაც დისკუსია მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვა ძალიან საინტერესო, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ორი დღე იყო. ასეთ პროექტში დიდი სიამოვნებით კიდევ ბევრჯერ მივიღებდი მონაწილეობას. 

ნუცა - ქართულ-გერმანული სკოლა "ა - Z" , მე-8 კლასი
სკოლებს შორის გამართული პროექტის ფარგლებში, მეტწილად უცნობ და არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად 2 დღე გავატარეთ. ამ დღეების განმავლობაში განვიხილეთ საინტერესო თემები, მივიღეთ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ცოტაც ვიმსახიობეთ. მივეჩვიეთ ჩვენი პოზიციის დაცვას და სხვისი თვალთახედვიდან სხვადასხვა მოვლენის აღქმას. ესეთი სახის პროექტი ბევრი ჩვენთანისთვის პირველი და დაუვიწყარი იყო. ეს იქნება ჩვენი მომავალი აქტივობებისა და წარნატებების საწყისი.





  

Комментариев нет:

Отправить комментарий

Поиск по этому блогу