ჩვენი პროექტი

პროექტის აღწერა და განხოციელება.
1.      პროექტის დაგეგმვა და ვადების განსაზღვრა - იანვარი.
2.      კვლევა - თებერვალი.
სსიპ ქალაქ თბილისის N 126 საჯარო სკოლის და ქართულ-გერმანული სკოლა „ა - Z”-ის მოსწავლეებმა ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა: გსურთ თუ არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრება? სასურველი იყო, რესპონდენტს საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად დაესაბუთებინა. კველვის მონაცემები ერთმანეთს ინტერნეტის დახმარებით გაუზიარეს. კვლევის ანალიზმა გდაგვაწყვეტინა სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, რომლის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ორი სტატია. ერთი სტატიის თანაავტორი მე-10 კლასის მოსწავლე თათია ჩიხლაძეა.


3.      ევროკავშირის მოდელირება 2018 -ის დაგეგმვა, სამუშაოს განაწილება სკოლებსა და კლასებს შორის. - მარტი.
შეიქმნა საორგანიზაციო საბჭო (10 მოსწავლე). ინტერნეტის საშუალებით შევქმენით დელეგატთა სარეგისტრაციო გვერდი: განაცხადი დელეგატის პოზიციაზე - 


დელეგატები 4 კომიტეტში (სამუშაო ჯგუფში) გადანაწილდნენ. თითოეულ კომიტეტში 13 -15 მოსწავლე გაერთიანდა.
·         საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თემა მიგრაცია. (ხელმძღვანელები: კონსტანტინე ჯინჭარაძე და ლუკა მათიაშვილი)
·         უშიშროების კომიტეტი -  ტერორიზმი. (ხელმძღვანელი: დიანა ოქროპირიძე)
·         სამოქალაქო უფლებებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი - ლოიალური კანონმდებლობა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხები. ხელმძღვანელი: ნიკოლოზ როგავა)
·         ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი - ქალთა სოციალური და პოლიტიკური დისკრიმინაცია. (ხელმძღვანელი: ელენე კოკაია)
სოციალურ ქსელში შევქმენით სამუშაო ჯგუფები. 

ევროკავშირის მოდელირება 2018 შედგება 31 მარტს  და 1-ელ აპრილს.
მოსწავლეები 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ კომიტეტებში, სადაც გაეცნობიან ევროკავშირის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებში.
თითოეული მონაწილე იღებს ქვეყნის დელეგატის სტატუსს და კომიტეტის სხდომაზე წარადგენს საკუთარი ქვეყნის პოზიციას (პოზიციის ფურცელი) მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ხანხილვებისა და დისკუსის შედეგად კომიტეტი შეიმუშავებს რეზოლუციას.
პარალელურ რეჟიმში გარე ორგანიზატორები ( გვანცა ცერიაშვილი; ელენე ხაგულაშვილი და ლუკა გორჯოლაძე) ევროკავშირის მოდელირების დელეგატებისგან აიღებენ ინტერვიუს.
პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს შემუშავებულ რეზოლუციებს. გაიმართება დებატები. შედგება კითხვა - პასუხის რეჟიმი კომიტეტებს შორის. თითოეული დელეგატის მოსაზრების გათვალისწინებით გადაწყდება რეზოლუციის დამტკიცების საკითხი.

პროექტის ბენეფიციარები:
სსიპ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა და ქართულ-გერმანული სკოლა „ა-Z-ის (რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი) მოსწავლეები.
სკოლა-პანსიონაიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა მათიაშვილი
შპს - კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა პოლუსი - ნიკოლოზ როგავა მე-11 კლასი
ელენე კოკაია 15 წლის . სსიპ . თბილისის N 39 საჯარო სკოლა. 10 კლასი
პროექტის რესურსები: დამხმარე ლიტერატურა; კომპიუტერები, ფოტოაპარატი; პროექტორი პრინტერი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Поиск по этому блогу