სტატია - ევროპა ჩემს გაკვეთილზე - ანუ ჩემი მოსწავლეების კვლევა



წინა სტატიაში, ევროპა ჩემს გაკვეთილზე ანუ სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფიაში”, დაგპირდით, რომ ჩემი მოსწავლეების კვლევის შედეგებსა და ნააზრევს გაგაცნობდით. სტატიის თანაავტორი ამჟამად მე-10 კლასის მოსწავლე თათია ჩიხლაძეა.
ჩვენ ვმუშაობდით ევროკავშირის თემასთან დაკავშირებით და  ჩავატარეთ  პლებისციტი, რომლის მიზანი იყო გაგვეგო ხალხის დამოკიდებულება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე. გამოვიკითხეთ 180 ადამიანი. გამოკითხულთა შორის იყვენენ როგორც ახალგაზრდები ისე ხანში შესულებიც. საბოლოო შედეგები შემდეგნაირია: გამოკითხულთა 61% ემხრობა ევრიკავშირში სქართველოს გაწევრიანებას, 16% არ არის თანახმა, ხოლო 21% ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.
საინტერესოა რესპოდენტთა პასუხები: მომხრეები ძირითადად  ამბობდნენ, რომ ევროკავშირში გაერთიანება იქნება საქართველოსთვის უკეთესი მომავლის საწინდარი, რადგან განვითარდება ეკონომიკა, გაადვილდება ევროპაში მიმოსვლა და  ახალგაზრდებს ექნებათ საკუთარი ცოდნის რეალიზების ფართო ასპარეზი. მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირი წინგადადგმული ნაბიჯია ნატოსკენ ანუ სამხედრო დახმარებისკენ. მოწინააღმდეგეებს ევროკავშირში საქართველოს წევრობა არ სურდათ, რადგან, მათი აზრით საქართველოს დამოუკიდებლად განვითარება შეუძლიაჩვენდა გასაკვირად 16%-მა (ძირითადად ახალგაზრდებმა) რეალურად ისიც კი არ იცოდა, თუ ზოგადად რა ორგანიზაციაა ევროკავშირი და მსგავსი საკითხებით ინფორმირებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ყოველივე ამას  საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივყავართ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ და შესაბამისად არ იცის რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მასში საქართველოს გაწევრიანებამ. ჩვენი აზრით აუცილებელია მოხდეს ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა ლექციებისა თუ კონფერენციების ჩატარებით, ვინაიდან მომავალში ჩატარებულ რეფერენდუმზე მიღებულ იქნას ქვეყნის ინტერესების შესაბამისი შედეგები.
როდესაც გამოკითხვას ვაწარმოებდით ერთ-ერთმა რესპოდენტმა გვითხრა: სავარაუდოდ უმრავლესობას სურს ევროკავშრი, მაგრამ თუ ასეთი კარგია, რატომ ტოვებს მაშინ მას დიდი ბრიტანეთი? ამიტომ ხომ არ ჯობია საქართველო დამოუკიდებლად განვითარდესო.
ჩნდება კითვა: რატომ მიიღო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ მსგავსი გადაწყვეტილება?  დიდი ბრიტანეთი არის სახელმწიფო რომლის ერთ- ერთი ლორდი და შემდგომ პრემიერ-მინისტრი უინსტონ  ჩერჩილი ამბობდა : ,, არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები, არსებობენ მხოლოდ მუდმივი სახელმწიფო ინტერესები.“ ალბათ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან და ასევე მიგრანტთა პოლიტიკის გამო იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული.
მე და ჩემი კლასელები ერთ აზრზე ვჯერდებით და გვსურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშრის წევრი სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EAP)  წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და  აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნები, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.
ქართულ საზოგადოებაში არსებობს მითი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობა ევროკავშრის წევრობის საწინდარია.  სიმანდვილეში კი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობისა და გაუმჯობესებული თანამშრომლობის ერთიანი სივრცის შექმნა.

მართლაც, EAP -ის არცერთი წევრი ქვეყანა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა  არ არის.
საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ თანადგომას გარკვეულ საკითხთა მიმართებაში გრძნობდა. მოვიყვან მაგალითს :
2008 წელს, ევროკავშირმა (ამერიკელ პარტნიორებთან ერთად) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის .. ექვსპუნქტიან შეთანხმებას. 2008 წლის 1 სექტემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის ინიაციატივით მოწვეულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სხვა ქვეყნებს მოუწოდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის შეკავების შესახებ. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.
• 2008 წლის 22 ოქტომბერს (ომის შედეგებთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარების მიზნით), . ბრიუსელში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
• 2013 წლის 22 ნოემბერს, ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს მეზღვაურების ტრენინგებისა და კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები (შედეგად, ქართველ მეზღვაურებს, ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების უფლება მიეცათ).
• 2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.
და მაინც ,, არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები, არსებობენ მხოლოდ მუდმივი სახელმწიფო ინტერესები.“
ევროკავშირის თემა გრძელდება... გაკვეთილიდან პროექტში გადაინაცვლა.
შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ.

სტატია უხლოეს პერიოდში გამოქვეყნდება http://mastsavlebeli.ge/?p=17078 - ზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Поиск по этому блогу